Sunday, November 16, 2014

დღეს იღო ტრენინგის მე-9 დღე ,განვიხილეთ ერთმანეთის  პროექტების  პრეზენტაციები ,მთლიანობაში ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. პროექტებით სწავლება  დაგვეხმარება მივაღწიოთ სასურველ შედეგს. 

Friday, November 7, 2014

დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია.შეფასების გეგმის ჩარჩოში შევიტანეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო მონაცემები.

Thursday, November 6, 2014

ტრენინგი  სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება,დღევანდელ ტრენინგზე ჩვენ ვისაუბრეთ ჩეკლისტის გამოყენებაზე,აგრეთვე თვითშეფასების ფურცელზე .ვისწავლეთ აქტივობების სწორედ ჩამოყალიბება.

Sunday, November 2, 2014

ინტელის ძირითადი კურსის მე-4 დღე ძალიან საინტერესოდ ჩატარდა .ვისაუბრეთ მიმართულების მომცემ კითხვებზე ,განვასხვავეთ ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვები .
ვიმუშავეთ გუგლ დრაივში ვისწავლეთ ინფორმაციის შეტანა  შენახვა ინტერნეტ სივრცეში გაზიარება.

Saturday, November 1, 2014

ჩვენ დღეს ვიმუშავეთ სტანდარტებზე ,ვთვლი რომ სტანდარტი არის უმნიშვნელოვანესი რესურსი რითიც უნდა იხელმძღვანელოს ყველა მასწავლებელმა.
ასევე დღეს ვისაუბრეთ მიზნებზე გავაკეთეთ ბუნდოვანი და მკაფიო მიზნების  განსხვავება ,აგრეთვე ჯგუფში განვიხილეთ თვითეული მონაწილის პროექტის მიზნები. მიზნები შევიტანეთ ჩვენი გეგმის შაბლონში.

Sunday, October 26, 2014

ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგის მეორე დღე  ძალიან საიტერესოდ ჩატარდა ინფორმაცია რომელიც ჩვენ მივიღეთ იყო სრულფასოვანი და კარგად მოწოდებული.